პროექტის სახელი: ახალგაზრდული გასართობი ცენტრები
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან გურჯაანის სინამდვილეში არსებულ ახალგაზრდულ გასართობ ცენტრების არსებობას და მდგომარეობას, სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსის მდგომარეობას.
პროექტის სრული აღწერა: იმის გამო რომ,არ არსებობს გურჯაანის სინამდვილეში ახალგაზრდული გასართობი ცენტრები, კინოთეატრები და სპორტული კომპლექსები, იწყებენ გამოკითხვას რაიონის ახალგაზრდობასთან, მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის ინსტანციასთან, მოსახლეობასთან ამ პრობლემების მოგვარების გზების შესახებ. შეხვდებიან კვალიფიციურ ფინანსისტებს ხარჯთაღრიცხვის საწარმოებლად. Iგივე პროექტის მომზადებას სთხოვენ ქალაქის სხვა სკოლების მოსწავლეებს და შეაჯერებენ შედეგებს. მოიძიებენ ინტერნეტში მასალებს.
მონაწილეთა ასაკი: 14-18 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2010-2011 სასწავლო წელი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასები დაყოფილია ჯგუფებად, ჰყავთ თავიანთი ლიდერები რომელიც ანაწილებს ფუნქციებს მონაწილეებს შორის, აბარებენ ანგარიშს პროექტის ხელმძღვანელ პედაგოგს.
Mმოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიძლება, შეიქმნას: დაისახება გეგმა, შედგება ხარჯთაღრიცხვა და წარედგინება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტმენტს და ადგილობრივ ბიზნესმენაბს რეაგირებისთვის
სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს რაიონის ახალგაზრდების გაჯანსაღებას და ღირსეულ მომავალს
სამუშაო ენა:ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:იმავე ასაკის მოსწავლეები ქ. გურჯაანის სამი სკოლიდან
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია , ეკონომიკა, მათემატიკა
პროექტის ფასილიტატორი: შორენა ზირაქაშვილი
ფასილიტატორის ელ. Fფოსტა: shorenaziraqashvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий